იზრუნეთ თქვენს აპარატზე
იზრუნეთ თქვენი აპარატის, კვების ელემენტის,
დამტენის და აქსესუარის მოვლაზე. შემდეგი რჩევები
დაგეხმარებათ საგარანტიო პირობების დაცვაში.
•
არ დაასველოთ მოწყობილობა. ატმოსფერული
ნალექი, სინესტე და ყველა სახის სითხე თუ ნესტი
შეიძლება შეიცავდეს მინერალებს, რომლებიც
იწვევს ელექტროსქემების დაჟანგვას. თუ
მოწყობილობა დაგისველდათ, მოხსენით კვების
ელემენტი და გააშრეთ.
•
არ გამოიყენოთ და არ შეინახოთ მოწყობილობა
მტვრიან ან ჭუჭყიან ადგილებში. მოძრავი
ნაწილები და ელექტრონული კომპონენტები
შეიძლება დაზიანდეს.
•
არ შეინახოთ მოწყობილობა მაღალ
ტემპერატურებზე. მაღალმა ტემპერატურამ
შეიძლება გამოიწვიოს აპარატის მუშაობის
ხანგრძლივობის შემცირება, კვების ელემენტის
დაზიანება და ზოგიერთი პლასტმასის ნაწილის
დეფორმაცია ან დნობა.
•
არ შეინახოთ მოწყობილობა დაბალ
ტემპერატურებზე. როდესაც აპარატი გათბება
მისთვის ნორმალურ ტემპერატურამდე,
მოწყობილობის შიგნით შეიძლება გაჩნდეს ნესტი
და დაზიანდეს ელექტრონული სქემები.
•
არ შეეცადოთ გახსნათ მოწყობილობა,
მომხმარებლის სახელმძღვანელოში მოცემული
ინსტრუქციის დაუცველად.
•
ნებადაურთავი მოდიფიკაციების გამოყენებით
შეიძლება დაზიანდეს მოწყობილობა და
დაირღვეს რადიომოწყობილობების გამოყენების
შესახებ დებულებები.
•
არ დააგდოთ, არ დაარტყათ და არ შეანჯღრიოთ
მოწყობილობა. უხეში მოპყრობით შეიძლება
დაზიანდეს ელექტროსქემის დაფა და
მექანიზმები.
•
ამ მოწყობილობის ზედაპირის გასაწმენდად
გამოიყენეთ მხოლოდ რბილი, სუფთა, მშრალი
ნაჭერი.
•
არ შეღებოთ მოწყობილობა. საღებავმა შეიძლება
გაჭედოს მოძრავი ნაწილები და ხელი შეუშალოს
გამართულ მუშაობას.
•
ოპტიმალური მუშაობისთვის აპარატი
დროდადრო გამორთეთ და ამოიღეთ კვების
ელემენტი.
•
მოწყობილობა მოარიდეთ მაგნიტსა და მაგნიტურ
ველებს.
•
თუ გსურთ თქვენთვის მნიშვნელოვანი
მონაცემები უსაფრთხოდ შეინახოთ, ჩაწერეთ
ისინი მინიმუმ ორ განსხვავებულ ადგილზე,
მაგალითად, აპარატში, მეხსიერების ბარათზე ან
კომპიუტერში, ან ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი
ინფორმაცია.