
WLAN კავშირი
ინტერნეტთან დასაკავშირებლად
შეგიძლიათ გამოიყენოთ უსადენო
ადგილობრივი ქსელი (WLAN).
შეგიძლიათ მოძებნოთ შესაძლო
ქსელები და დაუკავშირდეთ მათ,
შეინახოთ და დაალაგოთ უპირატესი
ქსელები და შეცვალოთ კავშირის
პარამეტრები.
თქვენს ტელეფონში
გათვალისწინებულია ავტომატური
WLAN ავტორიზაცია და იგი
ავტომატურად განსაზღვრავს
საჭიროა თუ არა ამ ტიპის
ავტორიზაცია ინტერნეტ–კავშირის
დასამყარებლად, მაგალითად,
ზოგიერთ საზოგადოებრივ
ადგილებში.
თუ გსურთ დაზოგოთ ენერგია,
დახურეთ WLAN კავშირი, როდესაც არ
იყენებთ მას. თუ WLAN კავშირი
გამოუყენებელად იქნება ჩართული
დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში,
იგი ავტომატურად გამოირთვება.
Bluetooth–ის დეაქტივაციით შეიძლება
გაუმჯობესდეს WLAN კავშირის
სტაბილურობა.
უკაბელო ქსელის გამოყენება
მოითხოვს მეტ ენერგიას, რაც
ამცირებს კვების ელემენტის
მუშაობის ხანგძლივობას.
შენიშვნა: WLAN–ის გამოყენება
შეიძლება შეზღუდული იყოს
ზოგიერთ ქვეყანაში. მაგალითად,
საფრანგეთში მხოლოდ შენობაში
მომუშავე WLAN–ების გამოყენება
შეგიძლიათ. დამატებითი
ინფორმაციისათვის მიმართეთ
ადგილობრივ უწყებებს.