
SIM ბარათისა და კვების ელემენტის
ჩადება ტელეფონში
უსაფრთხოდ ამოღება. კვების
ელემენტების ამოღებამდე
ყოველთვის გათიშეთ მოწყობილობა
და გამორთეთ იგი კვების ქსელიდან.
მნიშვნელოვანია: ამ აპარატში არ
გამოიყენოთ მინი-UICC SIM ბარათი,
რომელიც ასევე ცნობილია როგორც
მიკრო-SIM ბარათი, მიკრო-SIM
ბარათი ადაპტერით, ან მინი-UICC
პროფილის მქონე SIM ბარათი (იხ.
ნახაზი). მიკრო SIM ბარათი
სტანდარტულ SIM ბარათზე მცირე
ზომისაა. ამ აპარატში არ არის
გათვალისწინებული მიკრო-SIM
ბარათის გამოყენება და
არათავსებადი SIM ბარათების
გამოყენებით შეიძლება დაზიანდეს
ბარათი ან აპარატი, ასევე შეიძლება
დაზიანდეს ბარათზე შენახული
მონაცემები.
SIM ბარათი და მასზე ჩაწერილი
ინფორმაცია შეიძლება ადვილად
დაზიანდეს დაჩხაპნის ან გაღუნვის
შემთხვევაში. ამიტომ, სიფრთხილე
გმართებთ ბარათის გამოყენების,
ჩასმის, ან ამოღების დროს.
1 დააჭირეთ უკანა საფარის
გამხსნელ ღილაკებს და მოხსენით
საფარი (1, 2). ამოიღეთ კვების
ელმენტი (3).
დასაწყისი
7
© 2011 Nokia. ყველა უფლება დაცულია.

2 დარწმუნდით, რომ SIM ბარათის
კონტაქტებიანი ზედაპირი სახით
ქვემოთაა და მოათავსეთ SIM
ბარათი მის დამჭერში (4, 5, 6).
3 ჩადეთ კვების ელემენტი და
დაახურეთ საფარი (7, 8, 9).