Nokia C3 00 - წვდომის კოდები

background image

წვდომის კოდები
დამცავი კოდი გეხმარებათ დაიცვათ

აპარატი უნებართვო გამოყენებისგან.

შეგიძლიათ შექმნათ და შეცვალოთ

კოდი და მოაწყოთ აპარატი ისე, რომ

მოითხოვოს კოდი. შეინახეთ კოდი

საიდუმლოდ და აპარატისგან

მოშორებით. თუ კოდი დაგავიწყდათ

და აპარატი დაბლოკილია, აპარატი

მომსახურების ცენტრში უნდა

მიიტანოთ. შეიძლება დაგჭირდეთ

დამატებითი საფასურის გადახდა და

შესაძლებელია თქვენს აპარატში

შენახული პირადი მონაცემები

წაიშალოს. დამატებითი

ინფორმაციისთვის დაუკავშირდით

Nokia Care ცენტრს და აპარატის

დილერს.

PIN კოდი, რომელიც ახლავს SIM

ბარათს, მას იცავს უნებართვო

გამოყენებისგან. ზოგიერთი SIM

ბარათით მიღებული PIN2 კოდი

საჭიროა გარკვეული მომსახურებების

მისაღებად. თუ PIN ან PIN2 კოდს

ზედიზედ სამჯერ შეიყვანთ

შეცდომით, სისტემა მოგთხოვთ PUK

ან PUK2 კოდს. თუ ისინი არ გაქვთ,

დაუკავშირდით თქვენი სერვისის

პროვაიდერს.
PIN მოდული საჭიროა თქვენი SIM

ბარათის უსაფრთხოების მოდულში

ინფორმაციაზე წვდომისთვის. PIN

ხელმოწერა შეიძლება საჭირო იყოს

ციფრული ხელმოწერისთვის.

ზარების დაბლოკვის სერვისის

გამოსაყენებლად დაგჭირდებათ

დაბლოკვის პაროლი.
აპარატში წვდომის კოდებისა და

უსაფრთხოების პარამეტრების

გამოყენების ფორმის შესარჩევად

აირჩიეთ

მენიუ

>