Nokia C3 00 - ნარჩენების გადამუშავება

background image

ნარჩენების გადამუშავება

როდესაც აპარატის ექსპლუატაციის

ვადა ამოიწურება, შესაძლებელი

იქნება მისი ყველა ნაწილის მეორადი

გამოყენება მასალებად და ენერგიად.

იმისათვის რომ გარანტირებული იყოს

გადაგდებისა და გადამუშავების

სწორი ფორმა, Nokia თანამშრომლობს

თავის პარტნიორებთან We:recycle

პროგრამის საშუალებით.Nokia-ს

პროდუქტების ჩაბარების პუნქტებისა

და გადამუშავების შესახებ

ინფორმაციისთვის, იხ.

www.nokia.com/werecycle, ან

მობილური აპარატის გამოყენებით,

nokia.mobi/werecycle, ან დარეკეთ

Nokia-ს საკონტაქტო ცენტრში.
შეფუთვა და მომხმარებლის

სახელმძღვანელო ჩააბარეთ

ადგილობრივი სქემის მიხედვით.

34

SIM მომსახურებები

© 2011 Nokia. ყველა უფლება დაცულია.

background image

გადახაზული ურნის სიმბოლო

თქვენს პროდუქტზე, კვების

ელემენტზე, დოკუმენტებზე, ან

შეფუთვაზე გახსენებთ, რომ

ევროკავშირში ყველა ელექტრო და

ელექტრონული პროდუქტის, კვების

ელემენტებისა და აკუმულატორების

შეგროვება უნდა მოხდეს ცალკე, მათი

მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ. ეს

მოთხოვნები ძალაშია ევროკავშირში.

ეს პროდუქტები არ გადაყაროთ,

როგორც ქალაქის დაუხარისხებელი

ნარჩენები. თქვენს ტელეფონთან

დაკავშირებული გარემოსდაცვითი

საკითხების შესახებ დამატებითი

ინფორმაციისთვის იხ.:

www.nokia.com/ecodeclaration.

პროდუქტი და ინფორმაცია

უსაფრთხოების შესახებ

ზოგადი ინფორმაცია

თქვენი მოწყობილობის შესახებ
უკაბელო მოწყობილობა, რომელიც აღწერილია ამ

სახელმძღვანელოში, გამოიყენება ქსელში: (E)GSM 850,

900, 1800, და 1900 მეგაჰერციანი ქსელები.

დაუკავშირდით თქვენი სერვისის პროვაიდერს ქსელის

შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

შესაძლოა, თქვენს მოწყობილობას წინასწარ ჰქონდეს

დაინსტალირებული სანიშნეები და ბმულები მესამე

მხარის ინტერნეტ–საიტებზე და შეიძლება საშუალება

გქონდეთ გახსნათ მესამე მხარის საიტები. ისინი არ

არიან აფილირებული Nokia-სთან და Nokia არანაირ

მოვალეობას ან პასუხისმგებლობას არ იღებს მათზე.

სიფრთხილე გმართებთ ასეთი საიტების გახსნის

დროს.

გაფრთხილება:

ამ მოწყობილობის ნებისმიერი ფუნქციის

გამოსაყენებლად, მაღვიძარას ფუნქციის გარდა,

მოწყობილობა ჩართული უნდა იყოს. არ ჩართოთ

მოწყობილობა, როდესაც მობილურმა მოწყობილობამ

შეიძლება გამოიწვიოს ტალღების ზედდება, ან შექმნას

საშიშროება.

ამ მოწყობილობის გამოყენების დროს დაიცავით ყველა

კანონი და პატივი ეცით ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს,

სხვების პირადულობასა და კანონიერ უფლებებს,

საავტორო უფლების ჩათვლით. საავტორო უფლებების

დაცვა უზრუნველყოფს გამოსახულებას, მუსიკასა და

სხვა შიგთავსს კოპირებისგან, შეცვლისაგან და

გადაცემისაგან.

შეინახეთ სარეზერვო ასლები, ან გააკეთეთ ჩანაწერები

თქვენს მოწყობილობაში შენახული ყველა

მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ.

ნებისმიერ სხვა მოწყობილობასთან მისაერთებლად

წაიკითხეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო,

უსაფრთხოების შესახებ დეტალური ინფორმაციის

გასაცნობად. არ მიუერთოთ არათავსებადი პროდუქტი.

ნახატები ამ ცნობარში შეიძლება განსხვავდებოდნენ

თქვენი მოწყობილობის ეკრანზე გამოსახულისაგან.

თქვენი მოწყობილობის შესახებ დამატებითი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იხილეთ მომხმარებლის

სახელმძღვანელოში.

ქსელის მომსახურებები
მოწყობილობის გამოსაყენებლად უნდა ისარგებლოთ

მობილურის სერვისის პროვაიდერის მომსახურებით.

ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება არ ჰქონდეს ყველა

ქსელს; სხვა ფუნქციების გამოსაყენებლად შეიძლება

დაგჭირდეთ სპეციალური შეთანხმება თქვენი სერვისის

პროვაიდერთან. ქსელის გამოყენებით ხდება

მონაცემთა გადაცემა. ქვეყნის შიდა ქსელისა და

როუმინგის დროს ქვეყნის გარეთ სხვა ქსელების

გამოყენების ფასების გასაგებად მიაკითხეთ სერვისის

პროვაიდერს. თქვენი სერვისის პროვაიდერი აგიხსნით,

თუ რა ფასებია დაწესებული. ზოგიერთ ქსელს

შეიძლება დაწესებული ჰქონდეს შეზღუდვები, რაც

გავლენას ახდენს ამ მოწყობილობის ზოგიერთი

ფუნქციის გამოყენებაზე, რომლებსაც ქსელის ისეთი

სპეციალური ტექნოლოგიის მხადაჭერა სჭირდება,

როგორიცაა TCP/IP პროტოკოლებზე და ენაზე

დამოკიდებულ სიმბოლოებზე მომუშავე WAP 2.0

პროტოკოლები (HTTP და SSL).